თავდაპირველად
ტრენინგზე განვიხილეთ მასწავლებლების ნაშრომები, რომლებიც მათ შექმნეს, როგორც მოსწავლეებმა. წარმოვადგინე
საკუთარი პროექტი, კოლეგებს გავაცანი მიზანი,
დავსვი მიმართულების მიმცემი კითხვები და შესაბამისად ვისაუბრე გაზეთის შესახებ. შევადარე,
შეესაბამებოდა თუ არა გაზეთში წარმოდგენილი
მასალა პროექტის მიზანსა და კითხვებს.
შემდეგი საკითხი
შეფასება იყო. , გავიმეორეთ შეფასების სტრატეგიები და მიზნები მოლოდინებით.
განვიხილე
მოდული 5-ის აქტივობა 1 და გადავედი მითითებულ
მისამართზე-შეფასების სტრატეგიები. განვიხილე შეფასების სტრატეგიები ცალ-ცალკე და შევეცადე, ამომეწერა ყველა
ის მეთოდი და სტრატეგია, რომელიც მოერგება ჩემს პროექტს.ამის შემდეგ პროექტის გეგმაში
გავწერე თითოეული მათგანი შესაბამის გრაფაში.
გავეცანი ბიბლიოთეკას, რომელიც განთავსებულია საიტზე
www.tpdc.ge/essentials/rubrics, აქ
მართლაც უამრავი საინტერესო და მრავალფეროვანი რუბრიკები და ფორმებია.
მინდა აღვნიშნო, რომ ყველა განხილული სტრატეგია მართლაც
კარგი ნიმუში და დამხმარეა, გამიადვილებს შრომას და დამეხმარება მსგავსი ინსტრუმენტების შექმნასა და მოდიფიცირებაში. იმედი
მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დანარჩენი სტრატეგიებიც იქნება ნათარგმნი და მას აუცილებლად
გამოვიყენებ სასწაავლო პროცესში.
Комментариев нет:
Отправить комментарий