მეოთხე დღემ საინტერესოდ ჩაიარა, დავიწყეთ ბლოგის აწყობით. მიუხედავად იმისა, რომ ადრე მქონდა შექმნილი ბლოგები, გახსენება ძალიან მესიამოვნა, რადგან ბევრი რამ არ მახსოვდა
.ამის შემდეგ კვლავ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და გავიმეორეთ ის, რაც წინა ტრენინგზე გავიარეთ. პროექტის მიზნების შევსების დასრულებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები ამოვიწერეთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსიდან და ამით დავასრულეთ მიზნების შევსება.
შემდეგი საკითხი შეფასება იყო - ჩემი აზრით, ყველაზე რთული და მნიშნელოვანი საკითხი. სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, გავეცანის მის მახასიათებლებს და ქულებით შეფასების კრიტერიუმებს, რის შემდეგაც შევაფასეთ საკუთარი პროექტის მიზნები. მივხვდი, რომ თუ ბლუმის განახლებული ტაქსონომიის ზმნების დახმარებით შევქმნი მიზნების ჩამონათვალს, შეფასება აღარ გამიჭირდება.
ტრენინგისა და პროექტის გეგმის შემდეგი ნაწილი მიმართულების მიმცემი კითხვები იყო. გავიგე, რომ არსებობს 3 სახის: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი. გავეცანი პრეზენტაციას და ასევე თემატური და ზოგადი კითხვების ნიმუშებს. ამის შემდეგ ჩემი პროექტის მიხედვით ჩამოვწერე კითხვები და შევეცადე, მიმეჩინა სათანადო ადგილი პროექტში, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადი კითხვის არჩევამ ყველაზე მეტად დამაფიქრა.
თუმცა ფიქრი კარგია, რადგან კიდევ ერთხელ მოგიწევს მიზნებისა და სტანდარტებისაკენ მიბრუნება, რათა არ ასცდე თემას.
პრაქტიკული სამუშაოს დასრულების შემდეგ ყველამ ვისაუბრეთ ჩვენი კითხვების შესახებ, იყო რჩევები, რეკომენდციები, დისკუსიები, თუმცა საბოლოოდ მივხვდით, როგორ უნდა დაიწეროს კითხვები.
დავიღალეთ, თუმცა ტრენინგი ნამდვილად იყო შემეცნებითი და ეფექტური.

Комментариев нет:
Отправить комментарий