суббота, 24 сентября 2016 г.

დღე მეშვიდე -რეფლექსია

  თავდაპირველად ტრენინგზე განვიხილეთ მასწავლებლების ნაშრომები,  რომლებიც მათ შექმნეს, როგორც მოსწავლეებმა. წარმოვადგინე საკუთარი პროექტი,  კოლეგებს გავაცანი მიზანი, დავსვი მიმართულების მიმცემი კითხვები და შესაბამისად ვისაუბრე გაზეთის შესახებ. შევადარე, შეესაბამებოდა თუ არა  გაზეთში წარმოდგენილი მასალა პროექტის მიზანსა და კითხვებს.
   შემდეგი საკითხი შეფასება იყო. , გავიმეორეთ შეფასების სტრატეგიები და მიზნები მოლოდინებით.
     განვიხილე მოდული 5-ის  აქტივობა 1 და გადავედი მითითებულ მისამართზე-შეფასების სტრატეგიები. განვიხილე შეფასების  სტრატეგიები ცალ-ცალკე და შევეცადე, ამომეწერა ყველა ის მეთოდი და სტრატეგია, რომელიც მოერგება ჩემს პროექტს.ამის შემდეგ პროექტის გეგმაში გავწერე თითოეული მათგანი შესაბამის გრაფაში.
გავეცანი ბიბლიოთეკას, რომელიც განთავსებულია საიტზე www.tpdc.ge/essentials/rubricsაქ მართლაც უამრავი საინტერესო და მრავალფეროვანი რუბრიკები და ფორმებია.

მინდა აღვნიშნო, რომ ყველა განხილული სტრატეგია მართლაც კარგი ნიმუში და დამხმარეა, გამიადვილებს შრომას და დამეხმარება მსგავსი  ინსტრუმენტების შექმნასა და მოდიფიცირებაში. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში დანარჩენი სტრატეგიებიც იქნება ნათარგმნი და მას აუცილებლად გამოვიყენებ სასწაავლო პროცესში.

воскресенье, 18 сентября 2016 г.

დღე მეექვსე -რეფლექსია

დღე დავიწყეთ  შესწავლილი მასალის გამეორებით-წინარე ცოდნისა და მოსწავლეთა საჭიროებების  შეფასების მეთოდები და ინსტრუმენტები განვიხილეთ.
ამის  შემდეგ  გავეცანი მიმართულების მიმცემი კითხვებისა და პორტფოლიოს  შეფასების რუბრიკებს  და შევაფასე საკუთარი პროექტი.
დავუბრუნდი პროექტის  შეფასების გეგმას  და განვიხილეთ შეფასების დროის ჩარჩო, შევავსე დროის ჩარჩოს პირველი ცხრილი-მეთოდები პროექტის დაწყებამდე, ასევე  შეფასების მოკლე მონახაზი და წინარე ცოდნა.
შემდეგი საკითხი, რომელიც განვიხილეთ, მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნაა. რა შედის მოსწავლის სავარაუდო ნაშრომში? ჩამოვთვალეთ  და გავეცანით მოსწავლეთა ნაშრომებს სახელმძღვანელოში.

ჩამოვთვალეთ, რა შეიძლება დაიწეროს გაზეთში: სატაური, ქვესათაურები, სტატიები, სასარგებლო ბმულები ლექსები, ინფორმაციები, მოსაზრებები, სურატები, კარიკატურები, რჩევები, დიაგრამები...
ამის შემდეგ ვისწავლე მასალის ატვირთვა. ვინაიდან პირდაპირ არ ხდება ატვირთვა, საჭიროა ჩემი მეილიდან შესვლა drive-ზე. ავტვირთე რამდენიმე დოკუმენტი -გაზეთი და ბუკლეტი.. 
დღე საინტერესოდ დასრულდა. 

суббота, 17 сентября 2016 г.

დღე მეხუთე -რეფლექსია

ტრენერმა დღე დაიწყო წინა ტრენინგის თემის გამეორებით-გავიხსენეთ მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები..
გავეცანით ტრენინგის გეგმას: ბლოგზე მუშაობა, შეფასება.
დავიწყე ბლოგზე მუშაობა. გავეცანი, ბლოგზე როგორ ხდება პარამეტრების შეცვლა და ინფორმაციის დადება.
დავიწყე პარამეტრებით და გავეცანით მარცხენა მხარეს მოთავსებული ნიშნებს-შაბლონი, ფერი, ფონი, შრიფტი და ზომა.ვიმუშავე დამოუკიდებლად და  რამდენჯერმე შევცვალე შაბლონი, ფერი, შრიფტი. ბოლოს არჩეული შაბლონი შევინახე.

ნებისმიერ საიტზე შესვლისას ზევითა პანელზე არის მონაცემები, მაგ, მთავარი, ჩვენ შესახებ , კონურსები და ა. შ. ვინადიადნ ბლოგიც საკუთარი გვერდია, შეგვიძლია დავამატოთ გვერდები: მე ავირჩიე გალერეა, სასარგებლო ბმულები, რესურსები...   შევქმენი ახალი გვერდები.  ვისწავლე, თუ როგორ დავამატო ისინი, როგორ გამოჩნდეს ბლოგზე და ამით ჩემი ბლოგი უფრო მრავალფეროვანი გავხადე.
გადავედით ერთ-ერთ მნიშვნელოვან კითხვასა და საკითხზე:  როგორ გამოვიყენოთ ინტერნეტი და ტექნოლოგიები პროექტებით სწავლების დროს? ჩამოვთვალეთ თითქმის ყველა მნიშვნელოვანი   აქტივობა და მეთოდი.

 სახელმძღვანელოში გავეცანი მასწავლებლის გზამკვლევს („საავტორო უფლებების ქაოსი“), რომელშიც ნათლადაა წარმოდგენილი საავტორო უფლებების კანონები და მათი ლეგიტიმური გამოყენება საგანმანათლებლო მიზნით. აქვეა მოცემული მითითებები მასწავლებლებისა და მოსწავლეებისათვის. ვისწავლე ბმულის მონიშვნა და შენახვა word-ის დოკუმენტში.

მომდევნო საკითხი, რომელიც განვიხილეთ, არის მოსწავლეთა შეფასება. გავეცანი 5 სტრატეგიას, რომელსაც გამოვიყენებ პროექტში მო
სწავლეთა შეფასებისას და დაწვრილებით განვიხილეთ თითოეული მათგანი დაწვრილებით. ამის შემდეგ სახელმძღვანელოდან განვიხილეთ  რამდენიმე შეფასების მეთოდი.   http://tpdc.ge/essentials/assessing-projects/strategies.html
   მომწონს, პროექტის სწავლების ეს მეთოდი , თვითონ მაგალითებიც მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანია, თუმცა  ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი სამუშაოა  და საკმაოდ  შრომატევადი, 
მადლობა რუსას და ყოჩაღ მის ენერგიას :)



суббота, 10 сентября 2016 г.

დღე მეოთხე-რეფლექსია

მეოთხე დღემ საინტერესოდ ჩაიარა, დავიწყეთ ბლოგის  აწყობით. მიუხედავად იმისა, რომ ადრე მქონდა შექმნილი ბლოგები, გახსენება ძალიან მესიამოვნა, რადგან ბევრი რამ არ მახსოვდა
     .ამის შემდეგ კვლავ დავუბრუნდით პროექტის გეგმას და გავიმეორეთ ის, რაც წინა ტრენინგზე გავიარეთ. პროექტის მიზნების შევსების დასრულებისათვის საჭირო უნარ-ჩვევები ამოვიწერეთ ჩვენს ხელთ არსებული რესურსიდან და ამით დავასრულეთ მიზნების შევსება.
შემდეგი საკითხი შეფასება იყო - ჩემი აზრით, ყველაზე რთული და მნიშნელოვანი საკითხი. სახელმძღვანელოდან ჩამოვტვირთეთ სტანდარტებისა და მიზნების რუბრიკა, გავეცანის მის მახასიათებლებს და ქულებით შეფასების კრიტერიუმებს, რის შემდეგაც შევაფასეთ საკუთარი პროექტის მიზნები. მივხვდი, რომ თუ ბლუმის განახლებული ტაქსონომიის ზმნების დახმარებით შევქმნი მიზნების ჩამონათვალს, შეფასება აღარ გამიჭირდება.
  ტრენინგისა და პროექტის გეგმის შემდეგი ნაწილი მიმართულების მიმცემი კითხვები იყო. გავიგე, რომ არსებობს 3 სახის: ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი.  გავეცანი პრეზენტაციას და ასევე თემატური და ზოგადი კითხვების ნიმუშებს. ამის შემდეგ ჩემი პროექტის მიხედვით ჩამოვწერე კითხვები და შევეცადე, მიმეჩინა სათანადო ადგილი პროექტში, მინდა აღვნიშნო, რომ ზოგადი კითხვის არჩევამ ყველაზე მეტად დამაფიქრა.
თუმცა ფიქრი კარგია, რადგან კიდევ ერთხელ მოგიწევს მიზნებისა და სტანდარტებისაკენ მიბრუნება, რათა არ ასცდე თემას.
   პრაქტიკული სამუშაოს დასრულების შემდეგ ყველამ ვისაუბრეთ ჩვენი კითხვების შესახებ, იყო რჩევები, რეკომენდციები, დისკუსიები, თუმცა საბოლოოდ მივხვდით, როგორ უნდა დაიწეროს კითხვები.
     
    დავიღალეთ, თუმცა ტრენინგი ნამდვილად იყო შემეცნებითი  და ეფექტური.